რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ კანადის სანქციების გამო აღშფოთებას გამოხატავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა.
“პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ”. – წერს ზახაროვა.
ცნობისთვის, კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილის სანქციები დაუწესა. კანადის ახალი სანქციების პაკეტი სხვა რუს მაღალჩინოსნებზეც ვრცელდება. ამასთან ერთად კანადამ რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა.
კომენტარები
