უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირზელენსკიმ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გათავისუფლებულ იქნას თანამდებობიდან გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანდრეი იაროსლავის ძე მელნიკი“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ასევე, პრეზიდენტის ბრძანებით, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ უკრაინის ელჩები უნგრეთში, ნორვეგიასა და ჩეხეთში.
უკრაინული მედიის ცნობით, მელნიკი გერმანიაში უკრაინის ელჩი რვა წლის განმავლობაში იყო. მედიისვე ინფორმაციით, შესაძლოა, ანდრეი მელნიკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნოს.
კომენტარები