მიუხედავად იმის, რომ კორონავრუსისშემთხვევების მატება არის, ჩვენს მოსახლეობას შეუძლია აბსოლუტურად დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, რადგან ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზადაა ისე, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენ კოვიდთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, ეს ვირუსი არსად წასულა და კარგა ხანს არ დამთავრდება. ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქის ერთადერთი ვალდებულებაა მოუსმინოს და მიყვეს ექიმის რეკომენდაციებს, ასეთ შემთხვევაში მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გარანტირებული იქნება.
„კორონავირუსი გადაიქცევა ერთ-ერთ რესპირაციულ ინფექციად და არ იქნება ისეთი ტრაგიკული, როგორც ის აღიქმებოდა თუნდაც ერთი წლის წინ. დროული ტესტირება და ექიმთან დროულად მისვლა აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ გარდაცვალების შემთხვევები არ გვქონდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.