ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბესმკვლელობასთან დაკავშირებით, იაპონიის პოლიციაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრობლემები არსებობდა, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
„უდავოა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ აბეს დაცვისა და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით, პრობლემები იყო“, – თქვა ნარას პოლიციის უფროსმა ტომოაკიონიზუკამ.
მისი თქმით, ჩატარდება სიღრმისეული გამოძიება, რათა დადგინდეს, რა მოხდა სინამდვილეში. მან საკუთარ პასუხისმგებლობასაც გაუსვა ხაზი.
„როგორც რეგიონის პოლიციის უფროსმა, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელია, გადავდგი აუცილებელი ნაბიჯები და შევქმენი სტრუქტურები უსაფრთხოებისა და დაცვისთვის“, – თქვა ომიზუკამ.
კომენტარები