ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ბათუმი, 2019 წლის 11 ივლისი.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის და პგ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა.
წაიკითხეთ, როგორ მიმართა დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილს.
ნაცქალბატონებს და ბატონებს ვეკითხები:
რა, მაშინ არ იყო ივანიშვილი,”ოლიგარქი?”
რა, მაშინ არ ჰქონდა მილიარდები?
დანარჩენი, ევროპის საბჭოს ჰკითხეთ…
ფოტოშოპი არ გეგონოთ.
როგორც მ.მიმინოშვილი იტყოდა-დაგუგლეთ, ბატონებო, დაგუგლეთ!
👇
„ბატონო თავმჯდომარევ, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო შეხვედრისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ჩემი მისასალმებელი გამოსვლით დავიწყე. შემდეგ შედგა ჩემი შეხვედრები ქალბატონ პრეზიდენტთან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან, ოპოზიციის ლიდერებთან და ახლა მმართველი პარტიის ლიდერს ვხვდები. დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! ძალიან საინტერესო და შთაგონების მომცემი შეხვედრაა. დღეს თქვენთან, თქვენს ოპონენტებთან, მთავრობასთან და ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს საქართველოს, არსებული პრობლემების მიუხედავად. ძალიან ღია და გახსნილი კომენტარები გავაკეთეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერის გაერთიანებული ძალისხმევის პირობებში, სანამ შეგიძლიათ ერთად მოქმედება აზრთა განსხვავებულობის მიუხედავად, პოლიტიკური დებატების პირობებში და ვიდრე ოპტიმისტურად იქნებით განწყობილნი, ასეც იქნება. მადლობას გიხდით ამ შეხვედრისთვის. თავს განსაკუთრებულად და გამორჩეულად ვგრძნობ. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს. ვფიქრობ, საქართველოში ყველაფერი შესანიშნავადაა”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას”