„ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ შეძლო და პირწმინდად დაამარცხა ყველა პოლიტიკური ოპონენტი… ამ ამბიდან არც იმდენი დრო არის გასული, რომ ამ ბალღს ეს აღარ ახსოვდეს, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, ცოტნე კობერიძის განცხადებას, რომლის თანახმად, – “თუ მთავრობას უნდა დაამტკიცოს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ არ არის მართული ძალა, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები“.
„ეს ღლაპი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ პოლიტიკაში რომ დიდი „ცოდნით” არ გამოირჩევა, აშკარაა. „ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, (გახარიას ღალატის პირობებში) და უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის ფონზე (43% იანი ბარიერი) შეძლო და პირწმინდად დაამარცხა ყველა პოლიტიკური ოპონენტი… ამ ამბიდან არც იმდენი დრო არის გასული, რომ ამ ბალღს ეს აღარ ახსოვდეს”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზეც.