მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურად განაახლა სანაკრებო რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა იტალიას გადაასწრო.
განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები ერთი პოზიციით დაწინაურდა და ახლა 74,51 სარეიტინგო ქულით მე-12 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგს ახალი ლიდერი ჰყავს – საფრანგეთი. ფრანგები რაგბის რეიტინგის სათავეში ისტორიაში პირველად მოექცნენ. ორი პოზიციით დაწინაურდა ირლანდია და მეორე საფეხურზეა, ხოლო რეიტინგის ყოფილი ლიდერი სამხრეთ აფრიკა მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. საფრანგეთი – 89.41 ქულა
2. ირლანდია – 88.79
3. სამხრეთ აფრიკა – 88.61
4. ახალი ზელანდია – 88.17
5. ინგლისი – 85.14
6. ავსტრალია – 83.28
7. შოტლანდია – 82.99
8. უელსი – 81.28
9. არგენტინა – 79.39
10. იაპონია – 77.74
კომენტარები