სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. რამდენიმე წუთის წინ გოგაშვილი სახლიდან გამოიყვანეს და მან ტერიტორია სამართალდამცველებთან ერთად დატოვა.
არსებული ინფორმაციით, სახლიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, მეხსიერების ბარათები, რომლებზეც შესაძლოა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია იყოს დატანილი.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა – საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.
კომენტარები