ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძრის კურთხევა მიმდინარეობს.
ტაძრის კურთხევის შემდეგ პირველ წირვას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ეკლესია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ იმ ადგილზე აიგო, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.
ამასთან, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ადგილზე ასევე სამრევლო სკოლა, საბავშვო ბაღი ააშენა და ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური სახლი მოაწყო. სულ ამ მიზნით 5 მლნ ლარი დაიხარჯა. 2019 წელს სოფელ ძველ ხიბულაში ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, რომელიც ადგილობრივებს აღნიშნული პროექტების განხორციელებას დაჰპირდა.
სოფელში ასევე ხელისუფლების მიერ შიდასაუბნო გზები მოეწყო, ხიდი აშენდა და წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა.