მამუკა მდინარაძის სიმამრი გულივერ კუნჭულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”თურმე ნოდარ მელაძეს უნდა შევეკითხო ჩემი მთელი ცხოვრების ნაშრომ-ნაწვალებით ჩემ შვილებს და შვილიშვილებს სახლებს ავუშენებ თუ არა.
90 ფურცელი დოკუმენტები გავუგზავნე დღეს. ვნახოთ რას იზამს. მაინც იგივეს გაბედავს თუ არა. კი შევპირდი იმ ჟურნალსტ გოგოს და აუცილებლად შევიტან სასამართლოში განცხადებას, გამორიცხულია ტყუილები გავატარო ვინც არ უნდა მთხოვოს!
სიუჟეტებს რომ ვუყურებდი ხოლმე, მამუკასთანაც მიკამათია, ყველაფერს ასე მთლად ჰაერიდან ხო არ მოიტანენ თქო. სანამ პირადად მე არ შემეხო ამათი ბოლო დონის რაღაცა წარმოუდგენელი ტყუილები, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი რა ხალხი ყოფილან ესენი. ყველა რეგიონში მაქვს ერთი-ორი მსხვილი ობიექტი აშენებული, ძალიან ბევრი ხალხი მიცნობს და იცის ჩემი საქმიანობის შესახებ. ვერ მოუვიდათ კაი ამბავი 🙂
თურმე სანამ ჩემი სიძე პარლამენტში არ შევიდა, არაფერი არ მიკეთებია ცხოვრებაში.
არ შეიძლება შვილო ადამიანებთან ასე მოქცევა, ოდნავ მაინც ხო უნდა იყოთ მართლები!”