საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” რუსეთის მიერ ოდესის პორტის დაბომბვის ფაქტს ეხმიანება.
ზურაბიშვილი ოდესის პორტის დაბომბვას ძალადობის აქტად აფასებს და წერს, რომ შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ ოდესის პორტის დაბომბვა აჩვენებს, რომ რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც მის სიტყვას და არც გლობალურ ჰუმანიტარულ ვითარებას.
“ოდესის დაბომბვა შეთანხმებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს, ძალადობის აქტია, რომელიც უნდა დაიგმოს. ეს აჩვენებს, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას ან გლობალურ ჰუმანიტარულ და მომარაგებასთან დაკავშირებულ ვითარებას,” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
კომენტარები