ეს ტრუხა და უღირსი ბრიყვი ზუსტად ასე ებრძოდა ბოკერიას – მიშას მოღალატეს არ დაუჯეროთ თორემ ჩერგო დაგაჯდებათ თავზეო, კამპანია ჰქონდა გაჩაღებული, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ნიკა მელიას განცხადებას.
„ახლა, როცა მიშისტები იმას შვრებიან, რასაც თავად აკეთებდა სამარცხვინოდ – ახლა გაიძახის მიშას ებრძვითო! გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს – რომ ყველაზე უღირსი მეთოდით, ქალის მეორეხარისხოვანი როლის გამოყენებით და უმძიმესი ინსტიქტების წახალისებით ცდილობდა დაწინაურებას და აცოცებას“, – აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში პარტიის მხარდამჭერების გარკვეული ნაწილის მისამართით დაწერა:
„პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი!“