ევროკავშირის დიპლომატი, ჯოზეფ ბორელი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ თითქოს რუსეთის ეკონომიკა ჯერჯერობით არ დაზიანებულა დასავლური სანქციების გამო, მაშინ როდესაც ევროპელი მომხმარებლები უკვე გრძნობენ საკუთარ თავზე ელექტროენერგიის მაღალი საფასურის გამო წნეხს. აღნიშნულის შესახებ მან DW-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, რუსული გაზის მოხმარების შემცირებაზე მეტად ძალისხმევა მიმართულია რუსული ეკონომიკის დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირის გაწყვეტაზე.
„რუსული სამხედრო მანქანა საჭიროებს არამხოლოდ ფულს, არამედ ტექნოლოგიასაც. შევხედოთ დაზიანებული რუსული ტანკის კორპუსს. დავინახავთ რომ იქ დასავლური კომპანიების კომპონენტებია. რუსეთს მათზე წვდომა აღარ ექნება“, – განაცხადა ბორელმა.
როგორც ევროკავშირის დიპლომატი აღნიშნავს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წელს 10%-ით შემცირდა, რაც, მისი თქმით, გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ ზიანს ვიდრე ეს საბჭოთა კავშირის დაშლისას მოხდა.