რუსეთს გააქვს ოქრო სუდანიდან, რათა პუტინმა გაზარდოს საომარი ძალისხმევა უკრაინაში – ამის შესახებ სტატიას CNN აქვეყნებს.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სუდანის გაჭირვებული სამხედრო ხელმძღვანელობა, მოსკოვს მხარდაჭერის სანაცვლოდ, აძლევს უფლებას, ქვეყნიდან ოქრო გაიტანონ. ამ გზით სუდანის მმართველები ისედაც ღარიბ ქვეყანას მილიონობით დოლარის გარეშე ტოვებენ.
“რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მოსკოვმა დაიწყო სისხლიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსული სატვირთო თვითმფრინავი იდგა ხარტუმის ასაფრენ ბილიკზე, თვითმფირინავის ჩანაწერებში მითითებული იყო, რომ მას გაჰქონდა ორცხობილები.
ხარტუმის საერთაშორისო აეროპორტის ოფისში ადმინისტრაციის წევრებს შორის მწვავე დებატები გაიმართა. ისინი შიშობდნენ, რომ თვითმფრინავის შემოწმება ქვეყნის მზარდი პრორუსულ სამხედრო ხელმძღვანელობას შეაწუხებდა. საეჭვო რუსული გადამზიდავების დაჭერის მრავალი წინა მცდელობა შეჩერდა. თუმცა, საბოლოოდ, ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს თვითმფრინავის ბორტზე შესვლა და შემოწმება.
თვითმფრინავის შიგნით, მათ წინ ორცხობილების ფერადი ყუთები იყო გადაჭიმული. ჩინოვნიკებმა აღმოაჩინეს რომ სუდანურ ხის ყუთებში იმალებოდა ოქრო, დაახლოებით ერთი ტონა”,- ვკითხულობთ სტატიაში.
სუდანის გაძარცვის “დახვეწილი” რუსული სქემის მიხედვით, სანაცვლოდ, რუსეთმა ძლიერი პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადა სუდანის სულ უფრო არაპოპულარულ სამხედრო ხელმძღვანელობას, რადგან ის ძალადობრივად ანადგურებს ქვეყნის პროდემოკრატიულ მოძრაობას.
აშშ-ის ყოფილმა და ამჟამინდელმა ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ რუსეთი აქტიურად უჭერდა მხარს სუდანის 2021 წლის სამხედრო გადატრიალებას და დამანგრეველი დარტყმა მიაყენა სუდანის პროდემოკრატიულ მოძრაობას.
CNN-ის ცნობით, რუსეთისა და სუდანის თანამშრომლობაში მთავარ როლს ასრულებს რუსი ბიზნესმენი, პუტინის მოკავშირე ევგენი პრიგოჟინი. სუდანში პრიგოჟინის კომპანია მუშაობს, რომელიც ოქროს მოიპოვებს და ამავდროულად, იარაღს აწვდის და წვრთნის სუდანში მოქმედ სამხედრო დაჯგუფებებს.