ნიუ-იორკი გახდა აშშ-ის მეორე მსხვილი ქალაქი, რომელმაც, „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, ქალაქი შტატში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების ეპიცენტრია.
„ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 150,000 ნიუ-იორკელი, შესაძლოა, ამჟამად „მაიმუნის ყვავილის“ გამოვლენის რისკის ქვეშაა“, – აღნიშნულია ნიუ-იორკის მერისა და ქალაქის ჯანმრთელობის დეპარტამენტის კომისრის ერთობლივ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ, სან ფრანცისკო გახდა აშშ-ის პირველი დიდი ქალაქი, სადაც, „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კომენტარები