ინდოეთში დააკავეს სტუდენტი ბიჭი, რომელიც ექთნად მუშაობდა. მან საშუალო სკოლის 30-ზე მეტი მოსწავლე კოვიდვაქცინით, ერთი შპრიცის გამოყენებით აცრა, – ამის შესახებ Anadolu წერს.
„ვაქცინირებული სტუდენტები უსაფრთხოდ არიან“, – ამბობს პოლიციის წარმომადგენელი.
დაკავებამდე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ბიჭმა თქვა, რომ მას ბრალი არ მიუძღვის, რადგან ვაქცინაციის ჩასატარებლად მხოლოდ ერთი შპრიცი მისცეს.
კომენტარები