“ბი-ბი-სი”-ს ინფორმაციით, ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტი დადაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ბაღლანის პროვინციაში მოხდა. დაღუპულთა შორის ხუთი ბავშვი და ორი ქალია. კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოჯახის წევრები, რომელებიც აფეთქების შედეგად დაიღუპნენ, მიკროავტობუსით მგზავრობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტერაქტი სავარაუდოდ დაჯგუფება „თალიბანმა“ მოაწყო თუმცა, პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ექსტრემისტულ დაჯუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.
კომენტარები