უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ გერმანიისგან MARS II-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა მიიღო.
„დიდი მადლობა გერმანიას და პირადად ჩემს კოლეგა კრისტინ ლამბრეხტს ამ სისტემისთვის. ჩვენი არტილერისტები მიესალმებიან გერმანელ პარტნიორებს“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
კომენტარები
