„საჭირო თანამედროვე იარაღმა, შეიძლება, სწრაფად შეცვალოს ომის მიმართულება, თუ ქვეყანა უფრო სწრაფად მიიღებს მას. ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აშშ-ის ახალი, დამატებითი დახმარების ფარგლებში, 3 მილიარდი დოლარის გამოყოფა მნიშვნელოვანია.
„უკრაინა შეძლებს აგრესორის დამარცხებას პარტნიორების თანამედროვე იარაღით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს, მაგრამ რუსეთი შეეცდება თავიდან აიცილოს მოვლენების ასეთი განვითარება ევროპაში კრიზისების პროვოცირებით“, – აცხადებს პოდოლიაკი.
კომენტარები