შვედეთის პრემიერმინისტრის, მაგდალენა ანდერსონის თქმით, ქვეყანა უკრაინის დასახმარებლად დამატებით 1 მილიარდ შვედურ კრონას (93.8 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. დახმარება მოიცავს, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო მიმართულებებს.
დახმარების პაკეტიდან, თანხის ნახევარი – 500 მილიონი კრონა ($46.9 მილიონი), გამოყოფილი იქნება სამხედრო დახმარებისთვის.
“საზღვრები არასოდეს უნდა იცვლებოდეს ძალით, ან ომით. ჩვენი მოვალეობა და პატივია, თქვენი მხარდაჭერა”, – თქვა ანდერსონმა სტოკჰოლმში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ გაიმეორა თხოვნა უკრაინისთვის ჰაუბიცების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და მეტი ჭურვების მიწოდების შესახებ:
“სანამ ომი გაგრძელდება, ჩვენ ვითხოვთ მეტ იარაღს გასაგები მიზეზების გამო – უკრაინის დასაცავად, მაგრამ ასევე მთელი ევროპის დასაცავად” – აღნიშნა კულებამ.
