უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გახდეს ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი.
„უკრაინას შეუძლია გახდეს და მჯერა, რომ გახდება ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი. უკრაინასთან ერთად თქვენ [ევროპა] შეძლებთ თავიდან აიცილოთ ფასების კრიზისი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას გაზის შენახვის უნიკალური სისტემა აქვს, რომლის სიმძლავრე 30 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტია და ევროპელებს შეუძლიათ მათი გამოყენება.
„ჩვენ გვეკითხებიან: როგორ შეიძლება დახმარება? ასე პრაქტიკულად – გამოიყენეთ ჩვენი გაზის საცავები უკვე ამ სეზონზე. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 15 მილიარდი კუბური მეტრის თავისუფალი მოცულობა. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი დახმარება, ეს კი იქნება თქვენიც და საკუთარი თავის დახმარებაც“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.