უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უკრაინის კონტრშეტევა “მტრის დასამარცხებლად ნელი ოპერაცია იქნება” და ის “მტერს გაანადგურებს”.
“ეს პროცესი არ იქნება სწრაფი, მაგრამ დასრულდება უკრაინის დროშის აღმართვით უკრაინის ყველა დასახლებულ პუნქტზე”, – დაწერა არესტოვიჩმა ტელეგრამ არხზე.
უკრაინული არმია ხერსონში კონტრშეტევაზე გუშინ გადავიდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ხერსონთან, 4 დასახლება, ნოვა დმიტივკა, არხანჰელესკე, ტომინა და ბალკა გაათავისუფლეს.
კომენტარები
