გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია არ მოხსნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაშინაც კი, თუ გერმანელები ელექტროენერგიის მაღალ ფასებს გააპროტესტებენ.
„შემიძლია დავპირდე უკრაინელ ხალხს: ჩვენ მხარს დაგიჭერთ მანამ, სანამ საჭირო იქნება, არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ ჩემი გერმანელი ამომრჩევლები“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„ზამთარი მოდის და ჩვენ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკოსებს, გამოწვევები გვექნება. ხალხი ქუჩაში გამოვა და იტყვის: ელექტროენერგიის საფასურს ვერ ვიხდით. მე კი ვიტყვი: დიახ, ვიცი და დაგეხმარებით სოციალური ზომებით. თუმცა, მე არ მინდა ვთქვა: კეთილი, მაშინ ჩვენ შევწყვეტთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რაც ნიშნავს, რომ სანქციები ძალაში დარჩება ზამთარში, თუნდაც ეს რთული იყოს პოლიტიკოსებისთვის“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
„ეს ამ ომის კიდევ ერთი ნაწილია – ჰიბრიდული ომი. მისი სტრატეგია არის ჩვენი დემოკრატიების დაყოფა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ჩვენს მოქალაქეს, ისევე როგორც მხარს ვუჭერთ ყველა უკრაინელს“, – დასძინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.