ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ირპინში მდებარე სკოლას ესტუმრა, რომელიც 2022 წლის მარტში, რუსეთის თავდასხმების დროს განადგურდა და მოგვიანებით განაახლეს.
„ცოდნის დღე ირპინის სკოლაში. საგანმანათლებლო დაწესებულება მარტში საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა, მაგრამ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გარემონტდა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ომის შედეგად დაზიანებული თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ხელახლა გაიხსნას“, – წერს ზელენსკი.
კომენტარები