პრეზიდენტის პოზიციის მცდარობა იმაში მდგომარეობს, რომ მის მიერ მოხმობილი არგუმენტით მსჯელობას თუ გავყვებით, გამოდის, რომ მართებულია პარლამენტმა ცუდი კანდიდატზე მიიღოს გადაწყვეტილება, ცესკოს ცუდი თავმჯდომარე აირჩიოს (არასრული გაგებით), უარესი, ვიდრე არის მასზე უკეთესი – გიორგი კალანდარიშვილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ფაქტია, რომ პრეზიდენტის ასეთი რიტორიკა, ასეთი განცხადებები, ასეთი ნაბიჯები, წყალს ასხამს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე და ემთხვევა მის ინტერესებს. „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ კი არ იკავებდა თავს კალანდარიშვილის მხარდაჭერისგან, რომ მასზე ვინმე უკეთესი წარმოუდგენია ცესკოს თავმჯდომარედ, არამედ იმიტომ, რომ ხელოვნურად შეექმნათ ჩიხური მდგომარეობები“, – აცხადებს სარჯველაძე.
პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის საქმიანობას დადებითად შეაფასა, თუმცა, ამის მიუხედავად პარლამენტს კალანდარიშვილის კანდიდატურა არ წარუდგინა.