საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მოქალაქეს იმაზე დიდი ამოცანა არ აქვს, ვიდრე ევროპაში ინტეგრაციაა. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღება არის ერთი ნაბიჯი ამ გზაზე, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა“ პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ჩვენ იმისათვის, რომ ეს მიზანი იყოს რეალიზებული, ჯერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მზად ვართ ჩავერთოთ პროცესში. უფრო მეტიც საქართველოს პარლამენტში ყოფნის აზრს ვხედავთ მხოლოდ იმაში, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება. პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, რის შემდეგაც დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.
კომენტარები