ეს იმ კამპანიის გაგრძელებაა, რაც იყო უკრაინის ხელისუფლების ნაწილისა და ჩვენი რადიკალური ოპოზიციის თანმხვედრი პოლიტიკა, რომ საქართველო რამენაირად გამხდარიყო კონფლიქტის კიდევ ერთი მონაწილე და საქართველოში ყოფილიყო ე.წ. მეორე ფრონტი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ ეს არის შეუსრულებელი გეგმის კიდევ ერთხელ რეალიზაციის მცდელობა – ეს არის შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის გარშემო. ფიქრობენ, რომ მისი პოზიცია არის გადამწყვეტი მშვიდობის შენარჩუნებაში და იქნებ, ამ შანტაჟით მას პოზიცია შეაცვლევინონ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომენტარები