ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს და მათ რუსეთში „გარკვეული რეაგირება უკვე აქვს“.
„ჩვენ არ ვართ ჩართულები ამ სანქციების შემუშავებაში, თუმცა ისინი ძალიან მნიშვნელოვანია. ვხედავთ, რომ სხვადასხვა სანქცია უკვე მნიშვნელოვნად მუშაობს და რუსეთში გარკვეული რეაგირება უკვე აქვს. საუბარია სანქციებზე, რომელიც მსოფლიომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესა. გასათვალისწინებელია, რომ სანქციებს, რომლებიც წესდება, წინასწარ არავინ ახმიანებს და არავინ იხილავს, ეს ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი წესდება“, – აცხადებს აშშ-ის ელჩი.
კომენტარები