„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ლევან ვარშალომიძეს პარლამენტმა სხდომების გაცდენის გამო სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ლევან ვარშალომიძე 2022 წლის საგაზაფხულო სესიის არცერთ სხდომას არ დასწრებია.
რეგლამენტის მეექვსე მუხლის მიხედვით, დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება თუ ის არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს ხელფასის სახით, 56 ათას ლარამდე აქვს აღებული, რომელიც შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას პარლამენტის ბიუჯეტში არ დაუბრუნებია.
კომენტარები