ჩვენ ერთგულნი ვართ იმ ფასეულობების, იმ მიზნების მიმართ, რომლებიც ერთად შევაჯერეთ, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ბრიუსელში გაიმართა. ბელგიის დედაქალაქში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შეხვედრა ასეთ გაფართოებულ ფორმატში მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიიღო.
„ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, ფასეულობები და მიზნები. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობასა და სოლიდარობას. ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ. ეს კარგად გვესმის, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ახალ სამიზნე ორიენტირებს გვისახავს და ახალ რეალობაში ამყოფებს საქართველოს. ნამდვილად, საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას იმ 12-ვე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ. საბჭო გადაწყვეტილებისთანავე, 1-ელ ივლისს წარმოვადგინეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტული ვადებ იყო გაწერილი თითოეული პრიორიტეტის მიმართ და დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფია ჩართული – ოპოზიციური პარტიები, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პარტია არ იღებს მონაწილეობს ამ პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.