ორლანდოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ფლორიდის შტატის კონგრესმენს დარენ სოტოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის პერსპექტივებზე.
მხარეებმა მიმოიხილეს ორლანდოსა და საქართველოს შორის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით.
ელჩმა და კონგრესმენმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. კონგრესმენმა აღნიშნა, რომ საქართველო არის აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ქვეყანა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შთამბეჭდავია, რეგიონში არსებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე.
კომენტარები