250 უკრაინელი სამხედრო, რომელიც, გაეროს სამშვიდობო მისიის ფარგლებში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იყო, სამშობლოში დაბრუნდა, რათა სხვა უკრაინელებს რუსულ ძალებთან ბრძოლაში დაეხმაროს, – ამის შესახებ BBC წერს.
ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, 8 უკრაინული ვერტმფრენით, უკრაინაში დაბრუნებული ჯარისკაცები გაეროს ფლოტის დაახლოებით მესამედს შეადგენდნენ.
„თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ უკვე გაიყვანა თავისი ჯარები გაეროს სხვა სამშვიდობო მისიებიდან. როდესაც უკრაინელებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დატოვეს, გაეროს ძალების ბრაზილიელმა მეთაურმა, გენერალმა მარკოს და კოსტამ თქვა, რომ მათი 10-წლიანი უდიდესი წვლილი ძალიან ფასეული იყო. გაეროს მისია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე ზეწოლის ქვეშაა. [მისიას] აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის საკმარისს არ აკეთებს აღმოსავლეთში მშვიდობის აღსადგენად“, – წერს BBC.