ერევანში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე სომხეთის პრემიერ მინისტრს შეხვდა. ნენსი პელოსიმ და ნიკოლ ფაშინიანმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.,
„სომხეთის დემოკრატიის მხარდაჭერა, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია, თურქეთთან დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით – ყველა თვალსაზრისით ჩვენ სომხეთის მეგობრები ვართ“, – აღნიშნა პელოსიმ.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმა ამერიკელ მაღალჩინოსანს ვიზიტისთვის და სომხეთის მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.
კომენტარები