“დეოლიგარქიზაციის” კანონპროექტის ისტორია დამთავრდება იმით, რომ კეზერაშვილს, ოქრიაშვილს, ხაზარაძეს და რამდენიმე მდიდარს პოლიტიკაში მონაწილეობა და მედიის დაფინანსება აეკრძალებათ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს.
ელისაშვილის შეფასებით, “დეოლიგარქიზაციის” კანონის მიღება იმ ფორმით, რასაც ოპოზიცია ითხოვდა, ამაო იყო.
“ამ საკითხის თავი და თავი ის არის, რომ დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ კანონის მიღებას, რასაც ოპოზიციის ნაწილი ითხოვდა, ამაო იყო. რთული მისახვედრი არ იყო, რომ აქამდე მივიდოდით. აგერ თქვენ და აგერ მე, ამ კანონპროექტის ისტორია იმით დამთავრდება, რომ კეზერაშვილს, ოქრიაშვილს, ხაზარაძეს და რამდენიმე მდიდარს პოლიტიკაში მონაწილეობა და მედიის დაფინანსება აეკრძალებათ. ეს ამბავი ამით დასრულდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
