ესტონეთმა რუსული გემებისთვის თავისი პორტები დახურა. გადაწყვეტილება რესპუბლიკის ტრანსპორტის დეპარტამენტმა მიიღო – „რუსეთის რეესტრში რეგისტრირებულ გემებს ჩამოერთვათ ესტონეთის პორტებში შესვლის უფლება“, – აცხადებენ ესტონეთში.
ევროკავშირმა გასულ კვირას დაამტკიცა სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრთან ყველა ოპერაციის აკრძალვას გულისხმობს.
კომენტარები
