თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, ქართველ კოლეგას, თურქეთის ბართინის პროვინციაში, ქვანახშირის მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც კოლეგის მიერ გამოხატულ სამძიმარს გამოეხმაურა.
„ძვირფასო ილია, მადლობა თანაგრძნობისა და მწუხარების გაზიარებისთვის“, – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ.
კომენტარები