ირანის ციხე „ევინში“ ძლიერი ხანძარი გაჩნდა და სროლის ხმა ისმოდა. ამის BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „ევინი“ პოლიტპატიმრების, ჟურნალისტებისა და უცხოელი პატიმრების ციხედ მოიაზრება. სწორედ აქ მოათავსეს ასობით დემონსტრანტი, რომლებიც ქუჩებში 22 წლის მასა ამინის სიკვდილის გამო გავიდნენ. BBC-ში არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტი სწორედ პროტესტის ამ ტალღას უკავშირდება, რადგან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ისმის, რომ ციხეში დემონსტრანტების ცნობილ ლოზუნგს – „სიკვდილი დიქტატორს“ სკანდირებენ.
თუმცა ადგილობრივი მედია, ხელისუფლების წარმომდგენლებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ დაპირისპირება ციხეში ეკონომიკური და კრიმინალური დანაშაულებისთვის გასამართლებულ პატიმრებს შორის მოხდა და სახელმწიფო ვითარებას უკვე აკონტროლებს.
კომენტარები
