დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარში ხერსონიდან გასვლაზე რუსეთის განცხადება განიხილეს.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსული ჯარების ნებისმიერი გაყვანა ოკუპირებულ ქალაქ ხერსონიდან უკრაინული ძალების მნიშვნელოვანი პროგრესის დემონსტრირება და რუსული შეტევის სისუსტის დადასტურება იქნება, თუმცა სწორი იქნება სიფრთხილე გამოვიჩინოთ მანამ, სანამ უკრაინის დროშა არ აღიმართება. ქალაქში“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფისის განცხადებაში.
კომენტარები

