„ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად ცოცხლობს მედიით, ის ბევრი წელია მედია პროდუქტია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რეალურად, რომ არა მათი მედიასაშუალებები ეს პარტია ბუნებაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედია პროდუქტი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაკავებულია მავნებლობით და რომელსაც აცოცხლებენ მისი დავალების მიმცემები და დამფინანსებლები გარედან. რეალურად ისინი რამე აქტივობას არ ახორციელებენ უკვე წლებია. მათ ანგარიშზე ერთი გაკეთებული საქმე არ არის. საქართველოს პარლამენტში ბოლოს როდის ნახეთ მათ მიერ დაყენებული რაიმე ისეთი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ქვეყანას რაიმე სარგებელს მოიტანდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ჩამოქცევის გეგმიდან ერთმანეთის ჩამოქცევაზე გადავიდა.
