რაც თქვენმა ხელისუფლებამ ტელეკომპანია „იმედს“ გაუკეთა, ბატონ რუხაძეს რატომ უნდა უნდოდეს, რომ თქვენი პარტია დაბრუნდეს ხელისუფლებაში? – ამ კითხვით მიმართა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანმა, ვახო ხუზმიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, მაშინ, როცა რომან გოცირიძე ამბობდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მესაკუთრის, ირაკლი რუხაძის მიზანი, „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაა.
„ბატონმა რუხაძემ განაცხადა, რომ მისი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება და არჩევნების წინ ტელეკომპანია „იმედი“ გადაიყვანა საგანგებო მდგომარეობაზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
კომენტარები