საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს ჩოხატაურის რაიონს ესტუმრება.
15:00 საათზე თინათინ ხიდაშელი სოფელ ზემო ფარცხმაში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, კაპიტან მერაბ ახობაძის ოჯახს ესტუმრება და გარდაცვლილის დედას სიმბოლურად სახელმწიფო დროშას პირადად გადასცემს.
15:30 საათზე კი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სოფელ ზემო ფარცხმის ხიდს კაპიტან მერაბ ახობაძის სახელს მიანიჭებს. 16:00 საათზე კი დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ადგილობრივ ახალგაზრდებთან. თინათინ ხიდაშელი ახალგაზრდებთან ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრებს და მათ შეკითხვებსაც უპასუხებს. შეხვედრა ჩოხატაურში, „გურია ნიუსის“ ოფისში გაიმართება.
კომენტარები