საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს ულოცავს გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს.
“ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. საქართველო ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა. განსხვავებულისადმი პატივისცემის ჩვენი ტრადიცია უპირველს ყოვლისა, იმ ფასდაუდებელი ღვაწლის აღიარებაა, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალქეებს მიუძღვით ჩვენი საერთო სამშობლოს წინაშე.
ვუერთდები თქვენ სიხარულს. დაე, განახლებისა და მომავლის რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება მოიტანოს თქვენ ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
25 დეკემბერს ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია კი შობას იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს აღნიშნავს, რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა.
საქართველოს პრეზიდენტი მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს
2016/12/25 12:15:24
ნანახია: 1535 ჯერ