საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, გორში, 8 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
სოზარ სუბარმა სამშენებლო სამუშაოები გორის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ ხუბულურთან და გორის მერთან, ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად დაათვალიერა.
მათივე ინფორმაციით, გორში 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დასრულდება და ახალ ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა დევნილებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გორში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება 2017 წლის 3 იანვარს დაიწყება.
მშენებლობის პარალელურად, გორში თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. ხუთსართულიან კორპუსში 29 ბინაა, რომლებიც ე. წ. ტურბაზის ჩასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ.
ორივე მშენებლობაზე დასაქმებულთა 70%-ს დევნილები შეადგენენ.