მამლის წლისგან ველოდები განათლების წელს, – ასე უპასუხა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯლავან კითხვას, თუ რას ელოდება ახალი, 2017 წლისგან, რომელიც მამლის წელია.
“მამალთან ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. პოზიტიურია მგონი, მამლის იმიჯი – ადრე ამდგარი, მხნე, სხვების გამამხნევებელი, განათლებაშიც გამოგვადგებოდა ეს ამბავი. მე დილის პიროვნება ვარ, 6 საათზე ვიწყებ დღეს და მგონია, რომ შეიძლება, ამ მიზეზით მომავალი წელი ჩემთვისაც ხელსაყრელი და სასიკეთო იყოს”,-აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
კომენტარები