100 პროცენტით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, ასევე შესრულდა ხარჯვითი ნაწილიც და შესრულების მაჩვენებელი, 30 დეკემბერის მონაცემებით, 99,8%-ს შეადგენს.
გადაჭარბებით შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები. ამასთან, გადაჭარბებამ დეკემბერში გაზრდილ გეგმასთან შეადგინა 46 მლნ ლარი, ხოლო 2016 წლის თავდაპირველ გეგმასთან – 101 მლნ ლარი.
კომენტარები