უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ბახმუტსა და სოლედარში, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოკუპანტების მცდელობა, კონტროლი მოიპოვონ აღნიშნულ ქალაქებზე, კვლავ უშედეგოა.
ცეცხლის შეწყვეტის ვადის ოფიციალურად ამოწურვის შემდეგ ამ მიმართულებით ოკუპანტების მიერ ქალაქები 76-ჯერ დაიბომბა. ცეცხლის შეწყვეტა რუსი ოკუპანტების მხრიდან არც შობის დღეს გამოცხადებული 36-საათიანი ზავის დროს არ მომხდარა.
ბახმუტზე მიტანილ იერიშებს 13 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიომ დღეს კიდევ ერთხელ შეძლო დარწმუნებულიყო, რამდენად ყალბია მოსკოვის სიტყვები – ასე გამოეხმაურა რუსულ დარღვეულ დაპირებას უკრაინის პრეზიდენტი.
„მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა რამდენად ყალბია მოსკოვის ნებისმიერი განცხადება. ისინი რაღაცას ამბობდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა რეალობა სხვაგვარია – რუსული ჭურვები, რომლებიც კვლავ ურტყამდნენ ბახმუტსა და სხვა უკრაინულ პოზიციებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.