კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად პოლიციელის გარდაცვალების გამო, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ამერიკული მედიის ცნობით, სარჩელში აღნიშნულია, რომ კაპიტოლიუმის შენობის შტურმის შედეგად ოფიცრის გარდაცვალება შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „უკანონო ქმედებების პირდაპირი და პროგნოზირებადი შედეგი” იყო.
სარჩელი პოლიციელის ყოფილმა პარტნიორმა სანდრა გარცმა შეიტანა. იგი მოპასუხეებისგან 10 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდას ითხოვს
კომენტარები