მექსიკის დედაქალაქში, მეტროში მომხდარი ავარიისას სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა.
სამაშველო ოპერაციაში მაშველებთან ერთად მედიკოსები და პოლიცია მონაწილეობდა. ავარიის სავარაუდო მიზეზად არასაკმარისი ტექნიკური მომსახურება დასახელდა.
კომენტარები