დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკში, აეროდრომთან სამი ძლიერი აფეთქება მოხდა.
ბერდიანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიქტორია გოლიცინამ უკრაინის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში დაადასტურა, რომ აეროდრომთან აფეთქებები იყო, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
აფეთქებების ამსახველ კადრებს ავრცელებენ ტელეგრამ არხები.
ოკუპირებული ქალაქის “ხელისუფლება” ამტკიცებს, რომ აფეთქება ტერორისტული აქტი იყო და დანაღმული იყო ოლქის “სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის,” ალექსეი კიჩიგინის მანქანა, თუმცა ის გადარჩა.
კომენტარები
