ვიეტნამის პრეზიდენტმა, ნგუენ ჩუან ფუკმა თანამდებობა დატოვა. ქვეყნის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტი “მის ნებაყოფლობით გადადგომას დათანხმდა”.
ამის შესახებ გაზეთი VnExpress კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
“პრემიერმინისტრის რანგში 2016-2021 წლებში, მან დიდი ძალისხმევა გაიღო “კოვიდ-19″-ის პანდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. თუმცა, მან აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ბევრმა თანამდებობის პირმა, მათ შორის ორმა ვიცე-პრემიერმა და სამმა მინისტრმა დარღვევები დაუშვა, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა. თანამდებობები დატოვა ორმა ვიცე-პრემიერმა, ხოლო ორმა მინისტრს და რამდენიმე სხვა თანამდებობის პირს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს. პასუხისმგებლობის მკაფიო გაცნობიერებით ფუკმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა”,- ნათქვამია განცხადებაში.
ნგუენ ჩუან ფუკი 2016-2021 წლებში ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2021 წლის აპრილში ის პრეზიდენტად აირჩიეს.